შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევა
გაძევებული არიან ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის - მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
