მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს თბილისის მერი
კახა კალაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა მიზანი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნის მცდლობაა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ის, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მოხდა, საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევაა. სახელისუფლებო პარტია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის საელჩო მომხდართან დაკავშირებით შესაბამის შეფასებას გააკეთებენ.