მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას მუხლით დაიწყო
მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას მუხლით დაიწყო. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე მიმდინარეობს, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
