შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად და ასევე, სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.