საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმს უმასპინძლა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ შავი ზღვის რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორების ფორუმს უმასპინძლა. მსგავსი მასშტაბის კონფერენცია რეგიონში პირველად გაიმართა. ღონისძიების მიზანია რეგიონის გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე მიდგომის გაზიარება, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პროცესებისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა.
