საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკიდან, პირველად მიიღო საგარეო სუვერენული სესხი ეროვნული ვალუტით - 68 მლნ ლარზე მეტი, განათლების რეფორმის მხარდასაჭერად
საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკიდან, პირველად მიიღო საგარეო სუვერენული სესხი ეროვნული ვალუტით - 68 მლნ ლარზე მეტი, განათლების რეფორმის მხარდასაჭერად. ფინანსთა სამინისტროში ახადებენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, არა მხოლოდ საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, არამედ სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით.
