მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მისულმა, გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტმა არჩილ გორდულაძის კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა
მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მისულმა, გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტმა არჩილ გორდულაძის კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიტიკოსთან დიალოგს მას შემდეგ წყვეტს, რაც არჩილ გორდულაძე მას სთხოვს აჩვენოს, გააშუქა თუ არა, რომ აქციის მონაწილეები თავად იყვნენ მოქალაქეებთან და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან დაპირისპირების ინიციატორები. პასუხის გაცემის ნაცვლად, ონლაინ მედიის ჟურნალისტმა ტერიტორია დატოვა.
