კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით სამ მილიონ ლარს გადასცემს
კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით სამ მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები დამატებით სამ მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის. ირაკლი კობახიძემ, კალათბურთისა და ფეხბურთის ნაკრებებს გუშინდელი გამარჯვებები, მთავრობის სხდომიდან კიდევ ერთხელ მიულოცა.
