ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შემცირებულია, როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა
ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შემცირებულია, როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში 156 ადამიანი მიეცა. საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 226 ადამიანი რაც უპრეცენდენტო მაჩვენებელია. უპრეცედენტოა ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობაც 298 კილოგრამი ჰეროინი და 34 500-ზე მეტი აბი მეთადონი.