მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. მონაცემებს ევროკომისია აქვეყნებს. საქართველოს აქვს ახალი ისტორიული მაქსიმუმი. მთავრობამ შეფასების 100%-იანი სისტემით, 77,8% მიიღო და 50 საუკეთესოს შორის მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ლატვია, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო. რაც შეეხება მთავრობის ეფექტიანობის შეფასების წლიურ პროგრესს, საქართველოს ერთ წელიწადში 5,2 მეათედი პუნქტით აქვს გაუმჯობესება და პროგრესის ამ ტემპით ევროპაში მესამე ადგილზეა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას მსოფლიო ბანკი გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში აწარმოებს.
