4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირი მოწვეულია
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირი მოწვეულია. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაზე ოპოზიცია უკმაყოფილებას ვერ მალავს. ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეუთო/ოდირის მოწვევა დაგვიანებულია. მმართველი გუნდის შეფასებით კი, მათი ოპონენტების ეს რეაქცია ეუთო/ოდირის მიერ საპარლამენტო არჩევნებზე დადებული დასკვნის შედეგია, რომლითაც ოპოზიციის ტყუილები სრულად წარმოჩინდა.
