თვითმმართველობის არჩევნებში 12 პარტია მიიღებს მონაწილეობას
თვითმმართველობის არჩევნებში 12 პარტია მიიღებს მონაწილეობას. ვინაიდან 14 პარტიიდან ორმა მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები არ წარადგინა, მათ რეგისტრაცია გაუუქმდათ. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების საშუალება ექნებათ აზერბაიჯანის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და სომხეთის საარჩევნო კომისიებსა და ფიჯის საარჩევნო ოფისს საქართველოში. „ლელოსა“ და გახარიას წევრებმა კონკრეტული დამკვირვებლების რეგისტრაციის საკითხს მხარი არ დაუჭირეს.