ევროპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს რომ უკრაინა-რუსეთის ომი არასდროს უნდა მომხდარიყო
ევროპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს რომ უკრაინა-რუსეთის ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ფიდიას პანაიოტუ აღნიშნავს, რომ 2014 წელს, ვოლოდიმირ ზელენსკი, ღიად უჭერდა მხარს უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ენის და რუსულენოვანი მოსახლეობის შენარჩუნებას. ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში ატვირთა ზელენსკის ძველი ვიდეო-მიმართვა, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ და ყირიმში, მოსახლეობას, რუსულ ენაზე საუბრის კანონიერი უფლება აქვთ და თავადაც რუსულად საუბრობს.