მთავრობისთვის ნარკომანიასთან ბრძოლა პრიორიტეტია
მთავრობისთვის ნარკომანიასთან ბრძოლა პრიორიტეტია, ამ მიმართულებით კი მუშაობა ეფექტიანია და ხელისუფლებას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 ადამიანი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის კი 226 ადამიანი. ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკები- 298 კილოგრამი ჰეროინი და 34 500-ზე მეტი აბი მეთადონი.