საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთი 3-0 დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთი 3-0 დაამარცხა. ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და ეროვნული ნაკრების მაისურით მეოცე გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს კი, ზურიკო დავითაშვილის პასით მეკარესთან პირისპირ ნიკა გაგნიძე დარჩა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი მიითვალა.