ჰამასი", ომის დასასრულებლად, ნებისმიერ წინადადებაზე თანახმაა - იუწყება ტაიმ ოფ ისრაელი
ჰამასი", ომის დასასრულებლად, ნებისმიერ წინადადებაზე თანახმაა - იუწყება ტაიმ ოფ ისრაელი და აღნიშნავს, რომ ოფიციალური პოზიცია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ კაიროში მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია გაგზავნა. "ვადასტურებთ მზადყოფნას ნებისმიერი იდეისა თუ წინადადების მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, ისრაელის ძალების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან, ჰუმანიტარული დახმარების უპირობო დაშვებას ანკლავში და ტყვეთა რეალურ გაცვლას სერიოზული მოლაპარაკებების გზით, მესამე მხარეების შუამავლობით", - ნათქვამია "ჰამასის" განცხადებაში.