„ევრონიუსი“ ცნობით რადიკალი მემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები, ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან
„ევრონიუსი“ ცნობით რადიკალი მემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები, ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ტელეკომპანიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით ევროპარლამენტის ჯგუფები უახლოეს ხანში გამოვლენ, კენჭისყრა კი შესაძლოა, უკვე ოქტომბერში გაიმართოს. „ევრონიუსის“ ცნობით, „მემარცხენეების“ პოლიტიკური ჯგუფი და „ევროპის პატრიოტები“ ორ განსხვავებულ ინიციატივას ამზადებენ, რომელთა წარდგენაც მომდევნო კვირაში მოხდება.