უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ცნობით რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინაზე ყველაზე მასშატბური იერიშისთვის ასობით დრონი და რაკეტა გამოიყენეს
უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ცნობით რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინაზე ყველაზე მასშატბური იერიშისთვის ასობით დრონი და რაკეტა გამოიყენეს. სამხედრო უწყების ინფორმაციით უკრაინის თავზე 805 უპილოტო საფრენი აპარატი, „ისკანდერის “ ტიპის 9 ფრთოსანი და 4 ბალისტიკური რაკეტა დაფიქსირდა. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ოპერაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა სამიზნეების უმეტესობის - 747 უპილოტო საფრენი აპარატის, ასევე „ისკანდერის 4 რაკეტის - განეიტრალება. ოკუპანტების თავდასხმების შედეგად აფეთქებების ხმები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისმოდა, მათ შორის: კიევში, ხარკოვში, ოდესაში, კრემენჩუკში, კრივი-რიჰში, დნიპროში. არიან დაღუპულები და დაშავებულები.