“ფოთი პრო 2025”. საქართველომ მალთაყვაში, წყალსათხილამურო სპორტის ისტორიულ ბაზაზე, საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
“ფოთი პრო 2025”. საქართველომ მალთაყვაში, წყალსათხილამურო სპორტის ისტორიულ ბაზაზე, საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. რომელიც ტრამპლინიდან ხტომასა და სლალომში ჩატარდა. შეჯიბრებაში, ქართველი გენო გურალია და სპორტსმენები ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შვიდი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ტურნირის წარმატებულად ჩატარებამ საფუძველი შექმნა, ჩვენმა ქვეყანამ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანოს. წყალსათხილამურო სპორტი საქართველოში 2023 წლიდან აქტიურად ვითარდება. მალთაყვის ტყე-პარკის „ოქროს ტბაზე“ წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობას საფუძველი 1978 წელს ჩაეყარა, 1991 წელს კი ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა.