ფეხბურთისა და კალათბურთის ნაკრებების თამაშს, სპეციალურად მოწყობილ მონიტორებზე უყურებენ გემოფესტის სტუმრებიც
ფეხბურთისა და კალათბურთის ნაკრებების თამაშს, სპეციალურად მოწყობილ მონიტორებზე უყურებენ გემოფესტის სტუმრებიც. კულინარიული ფესტივალის ზაფხულის ტურნე დღეს ბორჯომში დასრულდება. გემოფესტს კი სამცხე-ჯავახეთი პირველად მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილე ადგილობრივი მზარეულები, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა გადაამზადეს. მესხური კერძების გარდა, ბორჯომის პარკში, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყო. გემო ფესტის მიზანი, რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ოჯახების ხელშეწყობა, ასევე შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.