რუსთავის სპორტის სასახლეში, შერეული საბრძოლო ხელოვნების მე-16 საერთაშორისო ტურნირი „იანგ ვარიორსი“ გაიმართა
რუსთავის სპორტის სასახლეში, შერეული საბრძოლო ხელოვნების მე-16 საერთაშორისო ტურნირი „იანგ ვარიორსი“ გაიმართა. საღამო, გრეპლინგის სამი პროფესიული ბრძოლით გაიხსნა. პირველ სატიტულო შეხვედრაში გიორგი ქართველიშვილმა აზერბაიჯანელი აიხან თაგიევი პირველ რაუნდში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ტურნირი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.