ქართველი ფიგურული მოციგურავეებისთვის ახალი, ოლიმპიური სეზონი დაიწყო
ქართველი ფიგურული მოციგურავეებისთვის ახალი, ოლიმპიური სეზონი დაიწყო. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ახალი პროგრამებით პირველად იასპარეზეს. ორი პროგრამის ჯამში ქართულმა დუეტმა 212.90 ქულა დააგროვა და მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს ჩამორჩნენ.