დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პაკისტანური წარმომავლობის პოლიტიკოსი შაბანა მაჰმუდი უხელმძვანელებს
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პაკისტანური წარმომავლობის პოლიტიკოსი შაბანა მაჰმუდი უხელმძვანელებს. მასვე დაექვემდებარება საზღვრის უსაფრთხოება და მიგრაციის საკითხები. შაბანა მაჰმუდი პირველი მუსლიმი ქალია, რომელმაც გაერთიანეული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტფელი ჩაიბარა. მისი მშობლები პაკისტანის კონტროლირებული ქაშმირიდან ბირმინგემში გადავიდნენ, მინისტრი ტყუპ ძმასთან ერთად სწორედ ბირმინგენში დაიბადა, დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი და ლონდონის სამართლის სკოლა, მუშაობდა ადვოკატად, 2010 წელს კი თემთა პალატის წევრად აირჩიეს და ბრიტანეთის პარლამენტში პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი გახდა.