პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა
პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, დრონია. გავრცელებული ცნობით, ინციდენტი სოფელ მაიდან-სელეცში მოხდა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 32 კილომეტრში მდებარეობს. ომის დაწყების შემდეგ რუსული უპილოტოები, მათ შორის საბრძოლო დრონებიც, არაერთხელ შეჭრილან პოლონეთის საჰაერო სივრცეში.
