ბორჯომში გასტრონომიული ფესტივალი გრძელდება
ბორჯომში გასტრონომიული ფესტივალი გრძელდება. სტუმრებს, როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძების დაგემოვნების საშუალება დღესაც აქვთ. „გემო ფესტის“ მიზანი, რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ოჯახების ხელშეწყობა, ასევე შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.