ალგეთის ეროვნულ პარკში, კავკასიური ირმის საშენ მეურნეობას ორი ხარ-ირემი შეემატა
ალგეთის ეროვნულ პარკში, კავკასიური ირმის საშენ მეურნეობას ორი ხარ-ირემი შეემატა. კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება. კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი მეურნეობა, 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის, ფოტოხაფანგებითა და კამერებით. ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
