საქართველო, 2027 წელს ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
საქართველო, 2027 წელს ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს, რაც ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყნის როლს ზრდის. მიხეილ სარჯველაძემ, რომში გამართულ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც მზაობა გამოთქვა მსოფლიო კონგრესი იქცეს არა მხოლოდ წარმატებულ ღონისძიებად, არამედ - მნიშვნელოვან ეტაპად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამედიცინო პროგრესის წინსვლის საქმეში.