ანაკლიის ბანაკს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ესტუმრა
ანაკლიის ბანაკს, რომელიც ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ესტუმრა. გივი მიქანაძემ მათ, სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. კითხვა-პასუხის რეჟიმში ახალგარზდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები მინისტრისგან მიიღეს.
