3 საათში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბულგარეთს უმასპინძლებს
3 საათში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბულგარეთს უმასპინძლებს. ეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩია. ვილი სანიოლის გუნდმა „ე“ ჯგუფში გამოსვლა თურქეთთან 2:3 მარცხით დაიწყო, ხოლო ბულგარეთმა ესპანეთთან 0:3 წააგო. ორივე გუნდი პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. საქართველოსა და ბულგარეთს ერთმანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 8-ჯერ უთამაშიათ: გუნდების ანგარიშზე 2-2 მოგება-წაგება და 4 ფრეა.
