რუსმა ოკუპანტებმა მორიგი იერიში მიტანეს კიევსა და ზაპოროჟეზე
რუსმა ოკუპანტებმა მორიგი იერიში მიტანეს კიევსა და ზაპოროჟეზე. უკრაინის დედაქალაში დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა, 11 ადამიანი კი დაშავდა. თავდასხმას სამ რაიონში ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. სამიზნეში მოექცა მთავრობის სახლიც. იქ ხანძარი გაჩნდა. დაშავებულებისა და ხანძრების შესახებ ცნობები ვრცელდება ზაპოროჟიედანაც. იერიშისას დაზიანდა სავბავშვო ბაღი, საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე საწარმო. დრონების საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული დნიპროს, სუმისა და ჩერნიგივის ოლქებშიც.
