გონიოს ციხის ტერიტორიაზე „რომაული ფესტივალი 2025“ გაიმართა
გონიოს ციხის ტერიტორიაზე „რომაული ფესტივალი 2025“ გაიმართა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მოეწყო რომაული ბანაკი, სხვადასხვა სახის ნაკეთობების, კერამიკული ნაწარმისა და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ტურნირი „გონიოს თასი“, მშვილდოსნობასა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მოეწყო ბაზიერების შოუ, „გლადიატორების ორთაბრძოლა“, რომაული ცეკვები და ცხენოსნების საჩვენებელი გამოსვლა. საფესტივალო პროგრამა ანტიკურ თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლით დასრულდა - „კლეოპატრას და ანტონიუსის სიყვარულის ისტორია“. ფესტივალის მიზანი გინიო-აფსაროსის ციხეში საუკუნეების წინანდელი ისტორიის გაცოცხლება.
