სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით დილის 7 საათზე სავსე ბორტით შესრულდა
ევრობასკეტზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით დილის 7 საათზე სავსე ბორტით შესრულდა. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც თბილისის, ისე რიგის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები უზრუნველყოფენ. სუბსიდირებული რეისით გაფრენის საშუალება მხოლოდ იმ მგზავრებს მიეცათ, რომლებმაც რიგაში გაფრენამდე, თამაშზე დასასწრები ბილეთები წარადგინეს.