საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას აგრძელებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას აგრძელებს. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი მერვედფინალშია, სადაც მეტოქედ უძლიერესი საფრანგეთის ნაკრები ეყოლება. ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა ისტორიაში მეორედ და 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლეს. საქართველოსა და საფრანგეთის მატჩი რიგაში, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.
