საქართველო vs ბულგარეთი
დღეს, „დინამო არენაზე“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ბულგარეთს უმასპინძლებს. ვილი სანიოლის გუნდმა „ე“ ჯგუფში გამოსვლა თურქეთთან 2:3 მარცხით დაიწყო, ხოლო ბულგარეთმა ესპანეთთან 0:3 წააგო. ორივე გუნდი პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. საქართველოსა და ბულგარეთს ერთმანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 8-ჯერ უთამაშიათ: გუნდების ანგარიშზე 2-2 მოგება-წაგება და 4 ფრეა. დღევანდელი მატჩი კი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
