აეროპორტის დასახლების მცხოვრებებს შეხვდა „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი
აეროპორტის დასახლების მცხოვრებებს შეხვდა „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი. მამუკა ხაბარელი ადგილობრივებს, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დასახლებაში დაწყებულია სკვერის მოწყობა, შენდება ახალი სკოლა და სპორტული დარბაზი. მამუკა ხაბარელის თქმით, მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა, მათთან აქტიური კომუნიკაციით გაგრძელდება.