პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო და 1 მოქალაქე დააკავა
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო და 1 მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო მოქმედებები ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის საცხოვრებელში ჩატარდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღები, სანადირო თოფები, შაშხანა, ვაზნა, მჭიდი, მაყუჩი და ავტომატური იარაღისთვის განკუთვნილი რკინის სხვადასხვა დეტალი ამოიღეს. ასევე, ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის ექსტრაქტი.
