შეხვედრა პატრიარქთან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრნენ. ილია მეორემ მამუკა მდინარაძისა და გეკა გელაძის ოჯახები დალოცა. პატრიარქმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და შინაგან საქმეთა მინისტრს საქმიანობაში წარმატება უსურვა