მიმართვა ეუთო/ოდირს
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის სახელზე მოსაწვევი გაგზავნილია. მმართველი ძალა დამკვირვებლებს ელის, ოპოზიცია კი ცოტა დაბნეულია. ამ დრომდე რადიკალური ფრთის წარმომადგენლები დამკვირვებლების თემით აქტიურად სპეკულირებდნენ. დღეს კი, როცა მოწვევით ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ახალ მიზეზს - ანუ ვადებს გამოეკიდნენ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ მოპატიჟებამ შესაძლოა თავად ეუთო/ოდირი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენოს. ამის საფუძველს კი გასულ საპარლამენტო არჩევნებზე მათ მიერ დადებული დასკვნის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იძლევა
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
