ფოთში ოქროს ტბის ისტორიულ ბაზაზე საერთაშორისო ტურნირი „ფოთი პრო 2025“ დაიწყო
ფოთში ოქროს ტბის ისტორიულ ბაზაზე საერთაშორისო ტურნირი „ფოთი პრო 2025“ დაიწყო. ბაზას, 30 მდე სპორტსმენი სტუმრობს, შეჯიბრებაში, სპორტსმენები ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის შვიდი ქვეყნიდან მონაწილეობენ. ტურნირი ორ ეტაპად ტრამპლინიდან ხტომასა და სლალომში ტარდება. ტურნირის წარმატებით ჩატარება გზას უხსნის საქართველოს, საერთაშორისო ფედერაციაში შეიტანოს განაცხადი 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე
