მზადება მატჩისთვის
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ე“ ჯგუფის მეორე შეხვედრისთვის ემზადება. პირველ ტურში თურქეთთან განცდილი სამწუხარო მარცხის შემდეგ, „ჯვაროსნები“ ხვალ ბულგარეთს დაუპირისპირდებიან. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის, პრესკონფერენცია, სადაც მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ამ წუთებში კი ნაკრებს მატჩისწინა ვარჯიში აქვს