სერბეთში რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
სერბეთში რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი ქალაქ ნოვი სადში შეიკრიბა, სადაც 2024 წლის პირველ ნოემბერს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. აქცია პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის, პოლიციელებიც. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი