ევროკომისია ემიჯნება თავისი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ტერესა რიბერას განცხადებას, რომელმაც ღაზაში ისრაელის სამხედრო ქმედებები გენოციდად შეაფასა
ევროკომისია ემიჯნება თავისი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ტერესა რიბერას განცხადებას, რომელმაც ღაზაში ისრაელის სამხედრო ქმედებები გენოციდად შეაფასა. „ამ საკითხისა და დეფინიციის შეფასება კომისიის პრეროგატივა არ არის. ეს სასამართლოების გადასაწყვეტია“ - განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა, პაულა პინიომ. ევროკომისიის სპიკერმა ანუარ ელ ანუნიმ კი განმარტა, რომ გენოციდის, სამართლებრივი კვალიფიკაცია მოითხოვს ფაქტების სათანადო დადგენას და სამართლებრივ დასკვნას.