უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი: ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ უწევს
ჩინეთი რუსეთს სამხედრო მხარდაჭერას არ უწევს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა გამოცემა „ვოვოსტი ლაივს“ განუცხადა. კითხვაზე, რა როლი აქვს ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერაში, იუსოვმა უპასუხა, რომ სამხედრო მხარდაჭერა არ არსებობს, ყველაფერი დანარჩენი კი რთული დიპლომატიური პროცესის საკითხია
