შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ
შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ევროპელი ოფიციოზის ჯგუფი ორშაბათს შეერთებულ შტატებში რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის ახალი სანქციების განსახილველად ჩავა. მანამდე კი ამერიკის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართა სატელეფონო საუბარი
