მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სადამკვირვებლო მისია მოიწვია, ოპოზიცია საკუთარ განცხადებებში დაიკარგა
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სადამკვირვებლო მისია მოიწვია, ოპოზიცია საკუთარ განცხადებებში დაიკარგა. მაგალითად, ხაზარაძის ლელო, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო/ოდირის დასკვნას აკრიტიკებდა და არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა ახლა, პოზიციებს ცვლის და აცხადებს, რომ მას პრეტენზია ორგანიზაციის დასკვნის მიმართ არ ჰქონდათ, რითაც ფაქტობრივად 2024-ის არჩევნების შედეგებს აღიარებენ. ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი წერილის შემდეგ კი „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ შარშანდლის მსგავსად, 4 ოქტომბრის კენჭისყრაც, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდება. ეს ნაბიჯი კი ოპოზიციას სპეკულაციების საშუალებას აღარ დაუტოვებს. თუმცა, მმართველ გუნდს არც იმის იმედი აქვს, რომ რადიკალები მისთვის არასასურველ შედეგებს აღიარებენ