მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ეუთო/ოდირის მიმართ მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, სადამკვირვებლო მისია 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებისგან თავს არ შეიკავებს
მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ეუთო/ოდირის მიმართ მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, სადამკვირვებლო მისია 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებისგან თავს არ შეიკავებს. ხელისუფლებამ ორგანიზაციას, კენჭისყრაზე ჩამოსასვლელად წერილი გაუგზავნა. პრემიერის განცხადებით, მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო/ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველა პირობა შეუქმნას. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ მისია საქართველოში ჩამოვიდეს