ევროპამ Google-ს წაართვა თანხა, რომელიც ამერიკულ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს უნდა მოხმარებოდა
ევროპამ Google-ს წაართვა თანხა, რომელიც ამერიკულ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს უნდა მოხმარებოდა. ასე ეხმაურება დონალდ ტრამპი ევროკომისიის მიერ Google-თვის ჯარიმის დაკისრებას და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა. „ეს ძალიან უსამართლოა და ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ამას არ შეეგუებიან! ჩემი ადმინისტრაცია არ დაუშვებს დისკრიმინაციას. იძულებული ვიქნები, დავიწყო 301-ე მუხლის შესაბამისად პროცესი, რათა გავაუქმო გადასახადის გადამხდელი ამერიკული კომპანიებისთვის დაკისრებული უსამართლო ჯარიმები“ – წერს ტრამპი. ცნობისათვის, ევროკომისიამ Google-ს სარეკლამო ტექნოლოგიათა ბაზარზე ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევისთვის 2.95 მილიარდი ევროს ჯარიმა დაუწესა