პიტერ სიიარტო: უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ზელენსკისგან განსხვავებით, უნგრეთის პოზიცია უცხოეთიდან არ არის ნაკარნახევი და უნგრეთის მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ქვეყნის კანონიერი არჩევანია. ამის შემდეგ ზელენსკიმ გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ მაშინ, როცა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას პუტინიც კი არ ეწინააღმდეგება, რატომ ბლოკავს ბუდაპეშტი უკრაინის წევრობას
