ზელენსკი: პუტინს თავად შეუძლია კიევში ჩამოვიდეს
პუტინს თავად შეუძლია კიევში ჩამოვიდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმაABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, კრემლის ლიდერმა მისი მოსკოვში მიწვევით დაადასტურა, რომ რეალურად, შეხვედრის გამართვა არ სურს, რადგანაც მას კარგად ესმის, რომ ასეთი ვიზიტი ვერ შედგება. ცნობისათვის, სამი დღის წინ პუტინმა ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა.
