კახეთში რთველის მიმდინარეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო
კახეთში რთველის მიმდინარეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო. გურჯაანში მოქმედ რთველის საკოორდინაციო შტაბში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ღვინის საწარმოებმა უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან
